„ჩელსიმ“ და „ლევერკუზენმა“ ჰავერცის ტრანსფერი შეათანხმეს
„ჩელსიმ“ და „ლევერკუზენმა“ ჰავერცის ტრანსფერი შეათანხმეს

„ლევერკუზენის“ ნახევარმცველი კაი ჰავერცი ძალიან ახლოს არის „ჩელსიში“ გადასვლასთან.

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბებმა მოილაპარაკეს ფეხბურთელის ტრანსფერზე და ფასზეც შეთანხმდნენ. ლონდონური კლუბი გერმანელებს 80 მილიონ ევროს გადაუხდის, კიდევ 20 მილიონს კი ლევერკუზენელები ბონუსების სახით მიიღებენ.

ფეხბურთელი „ჩელსისთან“ ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ტრანსფერის ოფიციალურად გამოცხადებამდე მცირე დეტალებია მოსაგვარებელი.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ინგლისურ კლუბში 21 წლის ფეხბურთელი წელიწადში რვა მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

გასულ სეზონში ჰავერცმა „ლევერკუზენის“ შემადგენლობაში 45 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი პასი შეასრულა.