„ჩელსიმ“ და „ინტერმა“ ლუკაკუს იჯარაზე მოილაპარაკეს #1TVSPORT
„ჩელსიმ“ და „ინტერმა“ ლუკაკუს იჯარაზე მოილაპარაკეს #1TVSPORT

„ჩელსიმ“ და „ინტერმა“ შეათანხმეს საიჯარო ხელშეკრულება ფორვარდ რომელუ ლუკაკუსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ.

თუმცა, წყაროს ინფორმაციით, კლუბებმა ჯერ კიდევ უნდა მოილაპარაკონ იჯარის ღირებულებაზე.

ადრე გახდა ცნობილი, რომ მილანური კლუბი გეგმავს ლუკაკუს ორი სეზონით აყვანას.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელი „ინტერიდან“ „ჩელსიში“ 2021 წლის აგვისტოში გადავიდა.

გასულ სეზონში ლუკაკუმ 44 მატჩში 15 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.