„ჩელსიმ“ ჩაბი ალონსოსთან მოლაპარაკებები გამართა #1TVSPORT
„ჩელსიმ“ ჩაბი ალონსოსთან მოლაპარაკებები გამართა #1TVSPORT

იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ამ კვირას პირველი ოფიციალური მოლაპარაკებები შედგა ლონდონის „ჩელსისა“ და ჩაბი ალონსოს შორის, რომელიც შეიძლება, ინგლისური კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელი გახდეს.

შეხვედრამ ძალიან პოზიტიურად ჩაიარა. ესპანელმა სპეციალისტმა დაადასტურა მზადყოფნა, ჩაიბაროს „ჩელსი“ და საკუთარი თავი მიუძღვნას მრავალწლიან პროექტს. თუმცა, მოლაპარაკებების მრავლისმეტყველი დასაწყისის მიუხედავად, „ჩელსის“ ხელმძღვანელობა აგრძელებს სხვა კანდიდატების განხილვას ვაკანტურ თანამდებობაზე.

შეგახსენებთ, რომ ჩაბი ალონსომ მადრიდის „რეალი“ ამა წლის დასაწყისში დატოვა და მას შემდეგ უმუშევარია.