„ჩელსიმ“ „ატალანტას“ 18 წლის მცველში 40 მილიონი ფუნტი გადაიხადა #1TVSPORT
ლონდონის „ჩელსი“ და ბერგამოს „ატალანტა“ 18 წლის მცველის, ონესტ აჰანორის ტრანსფერზე საბოლოოდ შეთანხმდნენ, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
იტალიელი ფეხბურთელი ინგლისურ კლუბთან კონტრაქტს უახლოეს მომავალში მოაწერს ხელს, რის სანაცვლოდაც ლონდონელები 40 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადაიხდიან. თუმცა, დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონში აჰანორს „ჩელსის“ მაისურით ვერ ვიხილავთ, რადგან კლუბი სათამაშო დროისა და გამოცდილების მისაღებად მის „სტრასბურში“ იჯარით გაშვებას გეგმავს.
აჰანორი „ჯენოას“ აკადემიაშია აღზრდილი. გასული სეზონი მან „ატალანტას“ რიგებში გაატარა, სადაც 35 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.