„ჩელსიდან“ „ალ ჰილალში“ - კულიბალი საუდის არაბეთში ითამაშებს #1TVSPORT
„ჩელსიდან“ „ალ ჰილალში“ - კულიბალი საუდის არაბეთში ითამაშებს #1TVSPORT

„ჩელსის“ მცველმა, კალიდუ კულიბალიმ ლონდონური გუნდი დატოვა და საუდის არაბეთის კლუბში, „ალ ჰილალში“ ითამაშებს.

32 წლის ფეხბურთელთან „ალ ჰილალის“ წარმომადგენლებმა სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმეს, ჯერჯერობით გარიგების ფინანსური დეტალები უცნობია.

კულიბალი „ჩელსიში“ 2022 წლის ივლისში „ნაპოლიდან“ გადავიდა. 2022/23 წლების სეზონში სენეგალელმა ფეხბურთელმა ლონდონურ კლუბში 32 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

Transfermarkt-ი კულიბალის 15 მილიონ ევროდ აფასებს.