„ჩელსი“ ვილიანის გაყიდვას არ აპირებს
„ჩელსი“ ვილიანის გაყიდვას არ აპირებს

„ბარსელონა“ და მადრიდის „ატლეტიკო“ ვილიანის სანაცვლოდ „ჩელსის“ 40 მილიონ ევროს სთავაზობენ, თუმცა ლონდონური კლუბი ბრაზილიელის გაყიდვას არ აპირებს, იტყობინება „სკაი სპორტსი“.

30 წლის შემტევი ნახევარმცველის კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან მომავალ წელს იწურება და, მიუხედავად იძულებით უფასოდ გაშვების საფრთხისა, არისტოკრატები მის დატოვებას ცდილობენ. ამავე დროს, „ჩელსის“ ხელმძღვანელობა შეეცდება, ვილიანთან კიდევ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმოს, თუმცა „ბარსელონას“ მხრიდან დიდი ინტერესის გათვალისწინებით, ამის გაკეთება საკმაოდ რთული იქნება.

კატალონიელები ბრაზილიელით გასულ წელსაც ინტერესდებოდნენ, თუმცა „ჩელსიმ“ მათ შეთავაზებაზე სამჯერ თქვა უარი, მათ შორის 60 მილიონ ევროზე.