„ჩელსი“ ვერნერს სეზონში 15 მილიონ ევროზე მეტს გადაუხდის

17:38, 25.06.2020

„ლაიპციგის“ თავდამსხმელი ტიმო ვერნერი მალე ლონდონური გრანდის, „ჩელსის“ რიგებს შეურეთდება და ხელფასის სახით, სეზონში 15.5 მილიონ ევრომდე მიიღებს, – იუწყება  Bild.

წყაროს ინფორმაციით, ვერნერის ანაზღაურება კვირაში 270 ათასი ევროთი განისაზღვრა, რასაც ბონუსებიც დაემატება და „ლაიპციგიდან“ პრემიერლიგაში გადმოსულ ფორვარდს ინგლისის ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხელფასი ექნება.

მიმდინარე სეზონში ტიმო ვერნერმა ბრწყინვალე შედეგი აჩვენა – 43 მატჩში 32 გატანლი ბურთი და 14 საგოლე გადაცემა.

მსგავსი