„ჩელსი“ ტუხელთან გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT
„ჩელსი“ ტუხელთან გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის ფინალში „სიტის“ დამარცხების შემდეგ (1:0), „ჩელსის“ ხელმძღვანელობა გეგმავს, რომ ტუხელს ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტი შესთავაზოს, – წერს სპორტის ცნობილი მიმომხილველი ფაბრიციო რომანო.

ტუხელმა „ჩელსი“ 2021 წლის იანვარში ჩაიბარა და მცირე პერიოდში მოახერხა, რომ კლუბს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი მოეგო.

გერმანელი სპეციალისტის მიმდინარე კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2022 წლის ზაფხულში იწურება. სრულიად ლოგიკურია, რომ „ჩელსის“ ხელმძღვანელობა ცდილობს ტუხელთან საქმე ხანგრძლივ პერსპექტივაში დაიჭიროს, მწვრთნელთან, რომელმაც კლუბს ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოაპოვებინა.