„ჩელსი“ ტელესის შეძენას აპირებს
„ჩელსი“ ტელესის შეძენას აპირებს

„პორტუს“ მცველი ალექს ტელესი, შესაძლოა ამ ზაფხულს „ჩელსიში“ ვიხილოთ, – იუწყება Record.

ლონდონური კლუბი დაცვის მარცხენა ფლანგის გაძლიერებას გეგმავს და „პორტუს“ ბრაზილიელ მცველს ერთ-ერთ პრიორიტეტად განიხილავს.

მიმდინარე სეზონში ტელესმა „პორტუს“ შემადგენლობაში 40 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ათი გოლი და ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ ალექს ტელესით „ბარსელონაც“ დაინტერესებულია და ლონდონელებს ფეხბურთელის ხელში ჩასაგდებად კატალონიურ გრანდთან მოუწევთ კონკურენცია.