მადრიდის „რეალი“ ყურადღებით აკვირდება სიტუაციას თავისი რამდენიმე ფეხბურთელის გარშემო, რომელთა მიმართ სხვა კლუბების ინტერესი იზრდება. ამჯერად გააქტიურდა „ჩელსი“, რომელიც განიხილავს როდრიგოსა და ენდრიკის გაფორმებას, – წერს გამოცემა El Gol Digital.
ენდრიკმა ჯერჯერობით ვერ მოიკიდა ფეხი „რეალში“, ლონდონში კი დარწმუნებულნი არიან, რომ ახალგაზრდა ბრაზილიელი უდიდეს პოტენციალს ფლობს და შეიძლება „ჩელსის“ პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდეს.
იტყობინებიან, რომ „ჩელსი“ მზად არის ამ ორ ფეხბურთელში 180 მილიონი ევრო გადაიხადოს და მათი ტრანსფერი ერთიან პაკეტად გააფორმოს.