„ჩელსი“ ნიკო უილიამსს კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშის სტატუსს ჰპირდება #1TVSPORT
„ჩელსი“ ნიკო უილიამსს კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშის სტატუსს ჰპირდება #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსი“ მზად არის დაუჯერებელი პირობები შესთავაზოს ნიკო უილიამსს „ბილბაოდან“. ინგლისური კლუბი დიდი ხანია თვალს ადევნებს ახალგაზრდა გარემარბს და ზაფხულში შეეცდება მის გაფორმებას.

როგორც გამოცემა Todofichajes წერს, „ჩელსის“ ხელმძღვანელობა აპირებს გააკეთოს ყველაფერი ამ ტრანსფერისთვის და მზადაა შესთავაზოს 22 წლის ფეხბურთელს პირობები, რომლის მიხედვითაც ის კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება.

უფრო ადრე ნიკო უილიამსი „ბარსელონას“ სამიზნე იყო, მაგრამ მან უარი უთხრა გასულ ზაფხულს კატალონელებს.

2024-25 წლების სეზონში ნიკო უილიამსმა საკლუბო დონეზე 31 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.