„ჩელსი“ ნგოლო კანტეს გასხვისებას არ გეგმავს
„ჩელსი“ ნგოლო კანტეს გასხვისებას არ გეგმავს

„ჩელსი“ არ აპირებს ზაფხულის სატრანსფერო ფანრჯისას ნგოლო კანტეს გაყიდვას, იტყობინება ჟურნალისტი ნიკოილა სკირა თავისი „ტვიტერის“ საშუალებით. წყაროს ინფორმაციით, ლონდონური კლუბი ფრანგი ფეხბურთელის შენარჩუნებას აპირებს, მიუხედავად ისეთი კლუბების მხრიდან გამოთქმული ინტერესისა, როგორებიცაა „რეალ მადრიდი“, „ბარსელონა“, „პარი სენ-ჟერმენი“ და „იუვენტუსი“.

რამდენიმე ხნის წინ ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „ბარსელონა“ კანტეს სანაცვლოდ „ჩელსისთვის“ ფილიპე კოუტინიოს დათმობას აპირებდა.

ფრანგი ნახევარმცველი „ჩელსის“ ღირსებას 2016 წლის ზაფხულის შემდეგ იცავს და მისი კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.

დატოვე კომენტარი