„ჩელსი“ ნეიმარში 300 მილიონ ევროს იხდის
„ჩელსი“ ნეიმარში 300 მილიონ ევროს იხდის

ლონდონის „ჩელსის“ ხელმძღვანელობა გეგმავს ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო ტრანსფერის განხორხიელებას – ინგლისურ კლუბს „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდ ნეიმარის გადაბირება აქვს განზრახული, – წერს გამოცემა „დესმარკე “.

წყაროს ცნობით, „ჩელსი“ მზად არის ბრაზილიელში 300 მილიონი ევრო გადაიხადოს. გარდა ამისა, ფორვარდი წელიწადში ხელფასის სახით 42 მილიონ ევროს მიიღებს. ამით, ნეიმარი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

იტყობინებიან, რომ ლონდონელები შესაბამისი წინადადებით პარიზელებს მომავალი წლის ზაფხულში მიმართავენ.

ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენში“ 2017 წელს სარეკორდო 222 მილიონ ევროდ გადავიდა.