„ჩელსი“ ნეიმარს გაიფორმებს, თუ ფეხბურთელი პსჟ-დან წასვლის სურვილს გამოთქვამს #1TVSPORT

12:29, 14.07.2023
PARIS, FRANCE - FEBRUARY 19: Neymar Jr of Paris SG during the Ligue 1 match between Paris Saint-Germain and Lille OSC at Parc des Princes on February 19, 2023 in Paris, France. (Photo by Sylvain Lefevre/Getty Images)

ლონდონის „ჩელსი“ „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს, ნეიმარს პოტენციურ სატრანსფერო სამიზნედ განიხილავს.

როგორც გაზეთი Le Parisien-ი წერს, „ჩელსი“ მზად არის, გაიფორმოს 31 წლის ბრაზილიელი, თუ ის პარიზული კლუბის დატოვების სურვილის შესახებ განაცხადებს. „პარი სენ-ჟერმენში“ ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდნენ ნეიმარის მომავალზე.

ადრე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ნეიმარი ნამდვილად დარჩება პსჟ-ში, თუ კლუბი კილიან მბაპეს „რეალში“ გაუშვებს.

გასულ სეზონში ნეიმარმა 29 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 17 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი პსჟ-სთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

მსგავსი