„ჩელსი“ „ნაპოლის“ ოსიმენის სანაცვლოდ ლუკაკუს, 90 მილიონს და კიდევ ერთ მოთამაშეს სთავაზობს  #1TVSPORT
„ჩელსი“ „ნაპოლის“ ოსიმენის სანაცვლოდ ლუკაკუს, 90 მილიონს და კიდევ ერთ მოთამაშეს სთავაზობს  #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსი“ სერიოზულად არის დაინტერესებული „ნაპოლის“ ფორვარდის, ვიქტორ ოსიმენის გაფორმებით.

როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, ინგლისური კლუბი მზად არის, ნიგერიელი თავდამსხმელის სანაცვლოდ „ნაპოლის“ შესთავაზოს რომელუ ლუკაკუ, რომელიც დღეს იჯარით „რომაში“ თამაშობს, 90 მილიონი ევრო და კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი.

ადრე იტყობინებოდნენ ოსიმენის მიმართ „არსენალისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მხრიდან ინტერესის შესახებ.

25 წლის ნიგერიელმა ამ სეზონში 29 მატჩში 16 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.