„ჩელსი“ მზად არის, „ნაპოლის“ ოსიმენში 170 მილიონი ევრო გადაუხადოს #1TVSPORT
„ჩელსი“ მზად არის, „ნაპოლის“ ოსიმენში 170 მილიონი ევრო გადაუხადოს #1TVSPORT

ინტერნეტგამოცემის, Todofichajes-ის ინფორმაციით, ლონდონის „ჩელსი“ დაუბრუნდა „ნაპოლის“ ფორვარდის, ვიქტორ ოსიმენის კანდიდატურას. ინგლისური კლუბი ახალი ცენტრფორვარდის ძიებაშია და ხელმძღვანელობას 24 წლის ნიგერიელი იდეალურ კანდიდატად მიაჩნია.

აღნიშნავენ, რომ „ჩელსი“ მზად არის, ფეხბურთელში 170 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ადრე გახდა ცნობილი კონფლიქტის შესახებ ოსიმენსა და „ნაპოლის“ შორის, რისი მიზეზიც იყო ნეაპოლური კლუბის სოციალურ ქსელში ვიდეორგოლის განთავსება, რომელიც ნიგერიელმა შეურაცხყოფად მიიღო. ფორვარდის აგენტმა განაცხადა, რომ ამის გამო შეიძლება სასამართლოსაც მიმართოს.

მიმდინარე სეზონში ოსიმენის ანგარიშზე შვიდი მატჩია ყველა ტურნირზე, რომლებშიც ოთხი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.