„ჩელსი“ მზად არის, კუნდეს ტრანსფერში 55 მილიონი ევრო გადაიხადოს #1TVSPORT
„ჩელსი“ მზად არის, კუნდეს ტრანსფერში 55 მილიონი ევრო გადაიხადოს #1TVSPORT

„ჩელსი“ „ბარსელონას“ მცველის, ჟიულ კუნდეს ტრანსფერით არის დაინტერესებული და მზად არის, რომ კატალონიურ კლუბს ამ ზაფხულს 55 მილიონი ევრო გადაუხადოს.

აღნიშნავენ, რომ აგარიგებას ხელს შეუწყობს თავად ფეხბურთელის დამოკიდებულებაც, რადგან კუნდე უკმაყოფილოა, რომ უფრო ხშირად მარჯვენა ფლანგზე ათამაშებენ და გუნდის შეცვლას ფიქრობს. „ბარსელონას“ კი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება სჭირდება, ფრანგ ფეხბურთელს ადვილად შეელევა და კუნდეს შემცვლელიც უკვე მოძებნეს – ხუან ფოიტი „ვილიარეალიდან“.