„ჩელსი“ მზად არის, ფილიპე კოუტინიოში 115 მილიონი ევრო გადაიხადოს
„ჩელსი“ მზად არის, ფილიპე კოუტინიოში 115 მილიონი ევრო გადაიხადოს

„ბარსელონაში“ ფილიპე კოუტინიოს საუკეთესო პერიოდი არ უდგას და ეს ფაქტი სხვა დიდ კლუბებს ყურადღების გარეშე არ დაუტოვებიათ. ბრაზილიელის შეძენის მსურველი ბევრია და ბოლო დღეებში მათ რიგს ლონდონის „ჩელსიც“ შეემატა. ამ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „დეილი ექსპრესი“ ავრცელებს.

როგორც ირკვევა, ლონდონური კლუბი მზად არის 26 წლის ფეხბურთელში 100 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს, რაც, დღევანდელი კურსით, 115 მილიონ ევროს უდრის, თუმცა „ბარსელონა“ ასე ადვილად არ შეელევა თავის ისტორიაში ყველაზე ძვირფას შენაძენს, რომელშიც „ლივერპულს“ 140 მილიონი ევრო გადაუხადა.

ბოლო დროს კოუტინიო „ბარსელონას“ ძირითადი შემადგენლობიდან უსმან დემბელემ ამოაგდო. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელს ამ ეტაპზე გუნდიდან წასვლა არ სურს, თუმცა, თუ მისი სათადარიგოთა სკამზე ჯდომა ზაფხულამდე გაგრძელდა, სხვა ვარიანტების განხილვას არ გამორიცხავს.