„ჩელსი“ მუდრიკზე უარს ამბობს, უკრაინელი „სევილიას“ აინტერესებს #1TVSPORT
ბრიტანული გაზეთის The Sun ინფორმაციით, უკრაინელი გარემარბი მიხაილ მუდრიკი, რომელიც დროებით ჩამოშორებულია ფეხბურთს დოპინგის გამოყენების გამო, აღარ შედის მომდევნო სეზონში „ჩელსის“ გეგმებში.
ლონდონურმა კლუბმა უკვე დაიწყო შემცვლელების ძიება მუდრიკისთვისა და ჯეისონ სანჩოსთვის, რომლის გამოსყიდვასაც „ჩელსი“ არ აპირებს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“.
აღნიშნავენ, რომ მუდრიკს ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის მომავალ კარიერას „ჩელსიში“.
ამასობაში, გამოცემა Diario Sport წერს, რომ „სევილიამ“ შეიძლება მუდრიკი იჯარით აიყვანოს. ესპანური კლუბი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას და იმედოვნებს უკრაინელი გარემარბის გადაბირებას იმ შემთხვევაში, თუ მას გაამართლებენ ან რამდენიმე თვით დასჯიან.
ამ სეზონში მუდრიკმა „ჩელსიში“ შვიდი მატჩი ჩაატარა და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.