„ჩელსი“ მიმდინარე ზაფხულს ორი მსხვილი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს
„ჩელსი“ მიმდინარე ზაფხულს ორი მსხვილი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს

„ჩელსის“ მეპატრონე რომან აბრამოვიჩი აპირებს, მხარი დაუჭიროს მთავარ მწვრთნელ ფრენკ ლამპარდს და მიმდინარე ზაფხულში ორი მსხვილი ტრანსფერი განახორციელოს. ამ ინფორმაციას გამოცემა „ათლეტიკი“ ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ლონდონელთა ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა „ლესტერ სიტის“ მცველი ბენჯამინ ჩილველი. გარდა ამისა, როგორც ირკვევა, შორტლისტში მოხვდნენ ლევერკუზენის „ბაიერის“ ნახევარმცველი კაი ჰავერცი, დორტმუნდის „ბორუსიას“ შემტევი ჯეიდონ სანჩო, „ლიონის“ თავდამსხმელი მუსა დემბელე და „ლაიპციგის“ ფორვარდი ტიმო ვერნერი.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის წლევანდელი სეზონის დასრულებამდე ცხრა ტურით ადრე სატურნირო ცხრილში „ლივერპული“ ლიდერობს, მას 25 ქულით ჩამორჩება „მანჩესტერ სიტი“, ხოლო „ჩელსი“ მეოთხე ადგილს იკავებს და მეხუთეოადგილოსან მანჩესტერ იუნაიტედს სამი ქულით უსწრებს.