„ჩელსი“ მატეო კოვაჩიჩთან კონტრაქტს გააფორმებს
„ჩელსი“ მატეო კოვაჩიჩთან კონტრაქტს გააფორმებს

მიუხედავად „ფიფას“ (FIFA) მიერ გამოტანილი სასჯელისა, „ჩელსი“ მატეო კოვაჩიჩთან კონტრაქტის გაფორმებას მაინც შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ ფინანსური სამართლიანი თამაშის წესების დარღვევისთვის მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ლონდონურ კლუბს ორი სატრანსფერო ფანჯრის გამოყენება აუკრძალა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლის თებერვლამდე გუნდი ახალ ფეხბურთელებთან კონტრაქტის გაფორმებას ვერ შეძლებს.

თუმცა, იმის გამო, რომ ამ სასჯელის გამოტანის დროს კოვაჩიჩი გუნდში იჯარით უკვე თამაშობდა, მასზე ეს აკრძალვა არ ვრცელდება.

გასულ სეზონზე კოვაჩიჩმა „ჩელსის“ შემადგენლობაში 50 მატჩი ჩაატარა და, როგორც იტალიური პრესა იტყობინება, „სტემფორდ ბრიჯზე“ მისი დატოვება ლონდონელებს 50 მილიონი ევრო დაუჯდებათ.