„ჩელსი“ ლუკაკუს გაყიდვას აპირებს #1TVSPORT
„ჩელსი“ ლუკაკუს გაყიდვას აპირებს #1TVSPORT

„ჩელსი“ მზად არის გამოეთხოვოს ფორვარდ რომელუ ლუკაკუს. გამოცემა El Nacional-ის ინფორმაციით, ლონდონური კლუბის მფლობელი რომან აბრამოვიჩი უკმაყოფილო დარჩა ბელგიელი ფეხბურთელის სკანდალური ინტერვიუთი, რომელშიც მან აღიარა „ინტერის“ მიმართ სიყვარული და მილანურ კლუბში დაბრუნების იმედი გამოთქვა.

„ჩელსიმ“ „ინტერს“2021 წელს 115 მილიონი ევრო გადაუხადა ლუკაკუს ტრანსფერისთვის. ჭორების მიხედვით, აბრამოვიჩი დათანხმდება ბელგიელის გაყიდვას, თუ ლონდონური კლუბი ფეხბურთელის ტრანსფერისთვის დახარჯული თანხის დიდ ნაწილს დაიბრუნებს. ფორვარდის მიმართ ინტერსს „პარი სენ-ჟერმენი“ იჩენს.

2021-22 წლების სეზონში ლუკაკუმ 20 მატჩი ჩაატარა „ჩელსიში“, რვა გოლი გაიტანა და ოსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

დატოვე კომენტარი