ლონდონის „ჩელსი“ მეკარის პოზიციის გაძლიერებაზე ზრუნავს და მზად არის ხმაურიანი ტრანსფერის განსახორციელებლად.
გამოცემა Football Insider-ის ცნობით, „ჩელსი“ აპირებს დააკმაყოფილოს „ლივერპულის“ მეორე მეკარის კაომჰინ კელეჰერის ფინანსური მოთხოვნები. თავად მერსისაიდული კლუბი თავის ფეხბურთელს 30-40 მილიონ ფუნტად აფასებს.
წერენ, რომ ეს თანხა „ჩელსის“ აკმაყოფილებს, რადგან მიაჩნია, რომ კელეჰანის სათამაშო თვისებები და კლასი შეესაბამება მის ღირებულებას.