„ჩელსი“ ჯეკ გრილიშის ტრანსფერს განიხილავს #1TVSPORT
„ჩელსი“ ჯეკ გრილიშის ტრანსფერს განიხილავს #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსი“ მომავალი სეზონისთვის ახალ მარცხენა გარემარბს ეძებს და ამ პოზიციის გაძლიერების ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება ჯეკ გრილიში, რომელიც ზაფხულში „მანჩესტერ სიტიში“ თამაშის დასრულებას აპირებს.

როგორც ინტერნერ-გამოცემა TEAMtalk იტყობინება, „ჩელსი“ შეუერთდა გრილიშისთვის რბოლას. 29 წლის ფეხბურთელი, რომელიც „მანჩესტერ სიტიმ“ 2021 წელს 100 მილიონ ფუნტად გაიფორმა, პრაქტიკულად აღარ იღებს სათამაშო დროს პეპ გვარდიოლას გუნდში, ამიტომაც მისი „სიტიდან“ წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

აღნიშნავენ, რომ „ჩელსი“ მზად არის გრილიშში ყველაზე მეტი გადაიხადოს ფეხბურთელზე ყველა პრეტენდენტს შორის. ნახევარმცველზე პრეტენზიას ასევე აცხადებენ „ასტონ ვილა“, „ნიუკასლი“ და „ტოტენჰემი“.