„ჩელსი“ ინგლისის თასის ნახევარფინალში გავიდა
„ჩელსი“ ინგლისის თასის ნახევარფინალში გავიდა

ინგლისის თასის მეოთხედფინალურ მატჩში ლონდონის „ჩელსიმ“ „ლესტერ სიტი“ დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. მატჩი ქალაქ ლესტერის „კინგ პაუერ-უოკერსის“ სტადიონზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით, 0-1 დასრულდა. ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე როს ბარკლიმ გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში ასევე გავიდა „მანჩესტერ იუნაიტედი“, რომელმაც „ნორვიჩ სიტი“ 2:1 დაამარცხა. კიდევ ორ მეოთხედფინალურ მატჩში ერთმანეთს „შეფილდ იუნაიტედი“ და „არსენალი“, ასევე „ნიუკასლი“ და „მანჩესტერ სიტი“ შეხვდებიან.