„ჩელსი“ ჰალანდის შესაძენად, აბრაჰამს, ზუმასა და კიდევ ათ ფეხბურთელს გაყიდის #1TVSPORT
„ჩელსი“ ჰალანდის შესაძენად, აბრაჰამს, ზუმასა და კიდევ ათ ფეხბურთელს გაყიდის #1TVSPORT

„ჩელსი“ სერიოზულად არის განწყობილი „დორტმუნდის“ ფორვარდის, ერლინგ ჰალანდის შესაძენად. ლონდონური კლუბი 12 ფეხბურთელს გაყიდის, რათა ნორვეგიელის გადაბირება შესაძლებელი გახდეს.

ამ 12 ფეხბურთელის სანაცვლოდ „ჩელსი“ 230 მილიონი ევროს მიღებას ვარაუდობს – ეს თანხა საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ გუნდს კონკურენტები აღარ დარჩეს ჰალანდისთვის ბრძოლაში.

ყველაზე ძვირფასი უნდა გახდეს ტამი აბრაჰამის ტრანსფერი – ის შეფასებულია 46 მილიონ ევროდ. ფორვარდით დაინტერესებულები არიან „ვესტ ჰემი“ და „ლესტერი“. კურტ ზუმა 34 მილიონად შეიძლება გადავიდეს „ევერტონში“, ფიკაიო ტომორის (28 მილიონი) ტრანსფერი სურს „მილანს“.

ასევე „ჩელსი“ აპირებს გაუშვას: რუბენ ლოფტუს-ჩიკი (28 მილიონი), როს ბარკლი (23 მილიონი), მიში ბატშუაი (17 მილიონი), დავედი ძაპაკოსტა (11,5 მილიონი), ვიქტორ მოზესი (9 მილიონი), ბაბა რაჰმანი (8 მილიონი), კენედი (5,7 მილიონი), დენი დრინკუოტერი (5,7 მილიონი) და აიკ უგბო (5,7 მილიონი), –  იტყობინება „დეილი სტარი“.

დატოვე კომენტარი