„ჩელსი“ ენდრიკში სოლიდურ თანხას იხდის #1TVSPORT
„ჩელსი“ ენდრიკში სოლიდურ თანხას იხდის #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას შეტევის ხაზის გაძლიერებას გეგმავს.

როგორც გამოცემა DefensaCentral წერს, „ლურჯები“ შეეცდებიან მადრიდის „რეალის“ ფორვარდის ენდრიკის გაფორმებას. ინგლისური კლუბი მზად არის ბრაზილიელში 70 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

„ჩელსი“ აპირებს ისარგებლოს იმით, რომ 18 წლის ენდრიკი მცირე სათამაშო დროს იღებს ესპანური გრანდის რიგებში. ამ სეზონში მან 32 მატჩში მხოლოდ 562 წუთი ითამაშა და შვიდი გოლი გაიტანა.