„ჩელსი“ ედინსონ კავანიში 50 მილიონი ფუნტს იხდის
„ჩელსი“ ედინსონ კავანიში 50 მილიონი ფუნტს იხდის

ლონდონის „ჩელსი“ შეტევის გაძლიერებაზე ზრუნვას აგრძელებს. რამდენიმე დღის წინ, მაურიციო სარის გუნდმა „დორტმუნდს“ 20 წლის ამერიკელ კრისტიან პულიშიჩში 60 მილიონი ფუნტი გადაუხადა.

როგორც Sunday Express წერს, ახლა ჯერი ედინსონ კავანიზე მიდგა. 31 წლის ურუგვაელში ლონდონელები 50 მილიონ ფუნტს იხდიან, თუმცა, ამასთან დაკავშირებით „პარი სენ-ჟერმენის“ პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელი სეზონის მსვლელობისას, მცირე სათამაშო დროის გამო, კავანის უკმაყოფილების შესახებ არაერთხელ დაიწერა. მიმდინარე სეზონში, ფორვარდმა საფრანგეთის ჩემპიონატში 11 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.