„ჩელსი“ ედენ აზარში 148 მილიონ ევროს ითხოვს
„ჩელსი“ ედენ აზარში 148 მილიონ ევროს ითხოვს

„ჩელსის“ ფორვარდ ედენ აზარს სურს, მისი „რეალ მადრიდში“ გადასვლის საკითხი 4 ივნისამდე გადაწყდეს, თუმცა კლუბები, როგორც ჩანს, ჯერ შორს არიან შეთანხმების მიღწევისგან.

უკანასკნელი ინფორმაციის თანახმად, ლონდონური კლუბი ფეხბურთელში 130 მილიონ ფუნს სტერლინგს ითხოვს (148 მილიონი ევრო), თუმცა მადრიდული სამეფო კლუბი აცხადებს, რომ მისი ბოლო ფასი 100 მილიონი ავროა.

29 მაისს, ევროპა ლიგის ფინალში, ჩელსი არსენალს დაუპირისპირდება და ლონდონელებს იმედი აქვთ, რომ აზარის შთამბეჭდავი თამაში მადრიდელებს ფასის გაზრდისკენ უბიძგებს.

საფეხბურთო ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ საბოლოოდ გუნდები დაახლოებით 100 მილიონ ფუნტ სტერლინგზე შეთანხმდებიან.