„ჩელსი“ ედენ აზარის დაბრუნებას გეგმავს
„ჩელსი“ ედენ აზარის დაბრუნებას გეგმავს

„ჩელსი“ მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის ედენ აზარის დაბრუნების შესაძლებლობას განიხილავს.

ინგლისური პრესის მონაცემებით, ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, ლონდონურმა კლუბმა მაინც შეიყვანა ბელგიელი სავარაუდო შენაძენთა სიაში. ამასთან, „ჩელსი“ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით იმედოვნებს აზარის დაბრუნებას. ლონდონელები მზად არიან გადაიხადონ დაახლოებით 40-50 მილიონი ევრო.

ედენ აზარი მადრიდის „რეალში“ 2019 წლის ზაფხულში გადავიდა. ტრანსფერის თანხამ 160 მილიონი ევრო შეადგინა. ამ სეზონში 30 წლის ბელგიელმა მხოლოდ რვა მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი შეასრულა.

დატოვე კომენტარი