„ჩელსი“ ჟორჟინიოს გასხვისებას 65 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს
„ჩელსი“ ჟორჟინიოს გასხვისებას 65 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს

ლონდონის „ჩელსის“ ხელმძღვანელობა მზად არის, მოისმინოს წინადადებები ნახევარმცველ ჟორჟინიოს თაობაზე. როგორც ირკვევა, „არისტოკრატები“ 28 წლის იტალიელს 65-70 მილიონ ევროდ აფასებენ. ამ ინფორმაციას „ტუტოსპორტი“ ავრცელებს.

ჟორჟინიოს გადაბირება „იუვენტუსს“ სურს. ტურინულ გუნდს სათავეში მაურიციო სარი უდგას, რომელიც ჟორჟინიოს ჯერ „ნაპოლიში“, შემდეგ კი „ჩელსიში“ ავარჯიშებდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ მისი რჩევით შეიძინა ლონდონურმა კლუბმა ეს ფეხბურთელი 2018 წელს.

ირკვევა ასევე, რომ ლონდონელთა მთავარ მწვრთნელ ფრენკ ლამპარდს ჟორჟინიოს გაშვება არ სურს, თუმცა თავად ფეხბურთელი პრიორიტეტულ ვარიანტად „იუვენტუსში“ გადასვლას განიხილავს.

„ჩელსისთან“ ჟორჟინიოს კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული და მისი სატრანსფერო ღირებულება 52 მილიონი ევროა.

ჟორჟინიო ლუიშ ფრელო ფილიო ბრაზილიაში დაიბადა, თუმცა 15 წლის ასაკში იტალიაში გადავიდა საცხოვრებლად, დღეს კი იტალიის მოქალაქეა და ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდში 22 მატჩი აქვს ჩატარებული.