„ჩელსი“ დემბელეს შეძენას ამ ზაფხულს გეგმავს
„ჩელსი“ დემბელეს შეძენას ამ ზაფხულს გეგმავს

„ლიონის“ თავდამსხმელ მუსა დემბელეს შეძენა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში „ჩელსის“ პრიორიტეტი იქნება, – იუწყება The Athletic.

გამოცემის ინფორმაციით, ლონდონური კლუბი დემბელეს შეძენის შემთხვევაში ტრანსფერზე მეორე ფრანგ ფეხბურთელს, ოლივიე ჟირუს დააყენებს.

მიმდინარე სეზონზე დემბელემ „ლიონის“ შემადგენლობაში 44 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 22 ბურთი და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა.

Transfermarkt.com დემბელეს 50 მილიონ ევროდ აფასებს.