„ჩელსი“ დეკლან რაისის ტრანსფერზე მუშაობს #1TVSPORT
„ჩელსი“ დეკლან რაისის ტრანსფერზე მუშაობს #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსი“ ზაფხულში მთავარ სატრანსფერო სამიზნედ „ვესტ ჰემის“ ნახევარმცველს დეკლან რაისს განიხილავს, – იტყობინება Football London.

წყაროს ცნობით, „ჩელსი“ არჩევანს აკეთებდა 22 წლის რაისსა და „მონაკოს“ ნახევარმცველ ორელიენ ჩუამენის შორის, მაგრამ ეს უკანასკნელი, სავარაუდოდ, უპირატესობას „რეალს“ ანიჭებს.

ამასთან, წერენ, რომ რაისის ხელში ჩასაგდებად „ჩელსის“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მოუწევს ბრძოლა.

ამ სეზონში რაისმა 42 მატჩი ჩაატარა „ვესტ ჰემის“ რიგებში, ხუთი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხული იწურება.