„ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ფინალისტი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT
„ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ფინალისტი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* ტიმო ვერნერმა ნოემბრის შემდეგ პირველად გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე – შეწყდა გერმანელის შვიდმატჩიანი უგოლო სერია.

* ვერნერმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე 22 გოლში მიიღო მონაწილეობა – 12 გოლი და 10 პასი. ეს საუკეთესო მაჩვენებელია „ჩელსის“ ფეხბურთელებს შორის. ლონდონური კლუბის ბოლო მოთამაშე, ვისაც სეზონში მინიმუმ 10 გოლი და პასი ჰქონდა, ედენ აზარი იყო 2018-19 წლების სეზონში.

* ვერნერი პირველი გერმანელი ფეხბურთელია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ვინც „რეალს“ გაუტანა არაგერმანული კლუბის შემადგენლობაში.

* „ჩელსის“ მეკარემ ედუარ მენდიმ ჩემპიონთა ლიგაზე რვა მატჩში შეინახა „მშრალად“ საკუთარი კარი.

* 22 წლისა და 15 დღის მეისონ მაუნტი მეორე ყველაზე ახალგაზრდა ინგლისელია, ვისაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაუტანია. პირველი იყო უეინ რუნი – 21 წლისა და 182 დღის.

* ზინედინ ზიდანმა ვერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა კრიშტიანო რონალდოს გარეშე.

* ზიდანი თომას ტუხელს ექვსჯერ დაუპირისპირდა და არც ერთი მოგება არ აქვს: +0+4-2.

* „რეალს“ არასოდეს მოუგია „ჩელსისთვის“: +0+2-3.

* „ჩელსი“ მესამედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში – 2008 წელს წააგო „მანჩესტერ იუნაიტედთან“ და 2012 წელს მოუგო „ბაიერნს“.

* მესამედ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შედგება ინგლისური ფინალი. მანამდე იყო: „მანჩესტერ იუნაიტედი“-„ჩელსი“ (2008) და „ლივერპული“-„ტოტენჰემი“ (2019).

* თომას ტუხელი ზედიზედ მეორედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

 

ჩელსი-რეალი    2:0 (1:1)

გოლები: 1:0 ვერნერი (28), 2:0 მაუნტი (85)

ჩელსი (3-4-3): მენდი – კრისტენსენი, ტიაგო სილვა, რიუდიგერი – ასპილიკუეტა (88. ჯეიმსი), კანტე, ჟორჟინიო, ჩილველი – ჰავერტცი (90+4. ჟირუ), ვერნერი (67. პულიშიჩი), მაუნტი (89. ზიეჩი).

რეალი (4-3-3): კურტუა – ნაჩო, მილიტაო, სერხიო რამოსი, მენდი (63. ვალვერდე) – კროოსი, კაზემირო (76. როდრიგო), მოდრიჩი – ვინისიუსი (63. მარკო ასენსიო), ბენზემა, ე. აზარი (89. მარიანო).

დატოვე კომენტარი