„ჩელსი“ აზარის შემცვლელად ფილიპე კოუტინიოს მოიაზრებს
„ჩელსი“ აზარის შემცვლელად ფილიპე კოუტინიოს მოიაზრებს

„ბარსელონას“ ბრაზილიელი შემტევი ფილიპე კოუტინიო ლონდონის „ჩელსის“ სატრანსფერო სამიზნე გახდა.

„არისტოკრატები“ 26 წლის ბრაზილიელში ედენ აზარის სავარაუდო შემცვლელს ხედავენ. ბელგიელი წლევანდელი სეზონის დასრულების შემდეგ, მადრიდის „რეალში“ გადასვლას აპირებს, – ამის შესახებ გაზეთი „ინდეპენდენტი“ (The Independent) წერს.

„ბარსელონაში“ გადასვლამდე, ბრაზილიელმა ხუთი წელი გაატარა „ლივერპულში“, რომლის რიგებში ჩატარებულ 152 მატჩში 41 გოლი გაიტანა.

„ლა ლიგაში“ კოუტინიოს ანგარიშზე 38 მატჩი და 12 გოლია.