„ჩელსი“ 23 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელით ინტერესდება
„ჩელსი“ 23 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელით ინტერესდება

„ჩელსი“ ინტერესს იჩენს ბრაზილიური „ფლამენგოს“ ნახევარმცველ ჟერსონის მიმართ, იუწყება იტალიური „კორიერე დელო სპორტი“. წყაროს ინფორმაციით, ინგლისური კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს იმედოვნებს ფეხბურთელის შეძენას და მზად არის, მასში 35 მილიონი ევრო გადაიხადოს. აღსანიშნავია, რომ ამ თანხის 10%-ს ჟერსონის ყოფილი კლუბი, იტალიური „რომა“ მიიღებს.

ჟერსონ სანტოს და სილვამ კარიერა „ფლუმინენსეში“ დაიწყო, 2016 წელს კი იტალიურ „რომაში“ გადავიდა, საიდანაც „ფლამენგომ“ 2019 წლის ზაფხულში 11.8 მილიონი ევროდ შეიძინა.

მიმდინარე სეზონში 23 წლის ნახევარმცველმა მონაწილეობა ბრაზილიის ჩემპიონატის 27 მატჩში მიიღო და ორი გოლი გაიტანა. მისი კონტრაქტი ბრაზილიურ კლუბთან 2023 წლამდეა ძალაში.