„ჩელსი“ 10 ფეხბურთელის დათხოვნას აპირებს, მათ შორისაა ნ'გოლო კანტე
„ჩელსი“ 10 ფეხბურთელის დათხოვნას აპირებს, მათ შორისაა ნ'გოლო კანტე

გაზეთმა „თაისმა“ ლონდონის „ჩელსის“ შემადგენლობაში გრანდიოზული „წმენდა“ დააანონსა. გუნდი მზად არის მოისმინოს წინადადებები მცველებზე – კურტ ზუმაზე, ანდრეას კრისტენსენზე, ემერსონ პალმიერიზე და მარკოს ალონსოზე.

გარდა ამისა, სავარაუდოდ, იჯარით სხვა კლუბში გაუშვებენ კეპა არისაბალაგას, ხოლო მიში ბატშუაი, რომელსაც კონტრაქტი ეწურება, „ლიდსის“ სამიზნე გახდა.

ხშირი ტრავმიანობის გამო, „ჩელსიმ“, შესაძლოა, გაყიდოს ფრანგი ნახევარმცველი ნ’გოლო კანტე, ასევე ტრანსფერზე დააყენებენ ტიემუე ბაკაიოკოსა და როს ბარკლის.