ჩელსი 0-3 ბაიერნი - ფაქტები და სტატისტიკა
ჩელსი 0-3 ბაიერნი - ფაქტები და სტატისტიკა

* „ბაიერნმა“ ამ ჩემპიონთა ლიგაზე შვიდიდან შვიდი მატჩი მოიგო. გერმანული კლუბი მესამეა ისტორიაში, რომელმაც ასეთ სერიას მიაღწია. პირველად ეს გააკეთა „ბარსელონამ” 2002-03 წლების სეზონში, 2014-15 წლებში კი გაიმეორა „რეალმა”. აღსანიშნავია, რომ იმ სეზონებში ესპანურმა კლუბებმა ვერ შეძლეს ტიტულის მოგება.

* ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ეს არის 213-ე შემთხვევა, როცა პლეი ოფის პირველ მატჩში მასპინძელმა 0:3 წააგო. საპასუხო მატჩში ვერც ერთმა გუნდმა ვერ შეძლო ქამბექის შესრულება და მომდევნო ეტაპზე გასვლა.

* „ჩელსიმ“ თავის ისტორიაში ევროთასებზე ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო საკუთარ მოედანზე. ამასთან, „ბაიერნს” ლონდონში უფრო დიდი ანგარიშითაც მოუგია – 2017 წლის მარტში 5:1 გაანადგურა „არსენალი”, 2019 წლის ოქტომბერში კი „ტოტენჰემი” – 7:2.

* „ჩელსიმ“ პირველად ბოლო 34 წლის განმავლობაში, ერთ სეზონში ყველა ტურნირზე შინ რვა მატჩი წააგო. ბოლოს ასეთი რამ 1985-86 წლების სეზონში მოხდა.

* ოლივიე ჟირუმ ბოლო 713 დღის განმავლობაში პირველად ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე სასტარტო შემადგენლობაში.

ჩელსი-ბაიერნი 0:3

გოლები: 0:1 გნაბრი (51), 0:2 გნაბრი (54), 0:3 ლევანდოვსკი (76)

ჩელსი: კაბალიერო – ასპილიკუეტა (73. პედრო), რიუდიგერი, კრისტენსენი, ალონსო – ბარკლი (61. ვილიანი), ჟორჟინიო, კოვაჩიჩი – ჯეიმსი, მაუნტი, ჟირუ (61. აბრაჰამი).

ბაიერნი: ნოიერი – პავარი, ბოატენგი, ალაბა, დევისი – ალკანტარა (90. გორეტცკა), კიმიხი – გნაბრი (85. ტოლისო), მიულერი, კომანი (66. კოუტინიო) – ლევანდოვსკი.

გაძევება: ალონსო (83. ჩელსი)