ჩეხი - ბატესთან არსენალს საათობითაც რომ ეთამაშა, გოლს მაინც ვერ გაიტანდა
ჩეხი - ბატესთან არსენალს საათობითაც რომ ეთამაშა, გოლს მაინც ვერ გაიტანდა

არსენალის მეკარე პეტრ ჩეხმა ევროპა ლიგის 1/16-ფინალის პირველი მატჩის შესახებ ისაუბრა, რომელშიც ინგლისელები ბელარუსიაში ბატესთან დამარცხდნენ ანგარიშით 0:1.

„ბატესთან მატჩში არსენალს საათობითაც რომ ეთამაშა, გოლს მაინც ვერ გაიტანდა“, – ციტირებს ჩეხს ვებ-გვერდი goal.com. – „ფეხბურთში ესეთი თამაშები გვხვდება. შენ თამაშობ, ცდილობ, მაგრამ შედეგი არაა. ახლა უნდა დავივიწყოთ ეს დღე და განმეორებითი მატჩისთვის მოვემზადოთ. ამაში არის ორმატჩიანი დაპირისპირების უპირატესობა – როცა არ წაგივა პირველ მატჩში თამაში, შენ შეგიძლია ის მეორე დაპირისპირებაში გამოასწორო“.

მეორე მატჩი არსენალსა და ბატეს შორის 21 თებერვალს ლონდონში გაიმართება.