ჩეხეთში ტორნადოს შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ჩეხეთში ტორნადოს შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

ჩეხეთის სამხრეთ ნაწილს ტორნადომ გადაუარა. სტიქიის შედეგად, გარდაიცვალა სამი ადამიანი, ათობით კი, დაშავდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ჩეხეთის საგანგებო სამსახურებზე და ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტორნადომ ყველაზე მეტად დააზარალა სლოვაკეთისა და ავსტრიის საზღვრის მიმდებარე დასახლებები. ტორნადომ და ძლიერმა შტორმმა დაანგრია საცხოვრებელი სახლები და სხვა შენობები, გადააყირავა მანქანები. სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოები ადგილზე ამ დრომდე გრძელდება.

მედიის ცნობით, ეს ჩეხეთის ისტორიაში ყველაზე ძლიერი ტორნადო იყო.