ჩეხეთში საგანგებო მდგომარეობა მოიხსნა, თუმცა ძალაში რჩება შეზღუდვების ნაწილი

15:30, 18.05.2020

ჩეხეთის მთავრობამ ქვეყანაში 12 მარტიდან დაწყებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გააუქმა.

ქვეყანაში ძალაში მხოლოდ რამდენიმე შეზღუდვა დარჩება. მათ შორის, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარება აუცილებელი იქნება. ასევე, ძალაში დარჩება აკრძალვა 100-ზე მეტი ადამიანის თავშეყრასთან დაკავშირებით. რესტორნებს მხოლოდ ღია სივრცეში ფუნქციონირების უფლება ექნებათ, ხოლო ქვეყნის საზღვრებზე დაწესებული გამკაცრებული კონტროლი ძალაში დარჩება.

ჩეხეთი ევროპის მასშტაბით „კოვიდ-19“-თან გამკლავების ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩეხეთში „კოვიდ-19“-ის მხოლოდ 8 475 შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 298-ს აღწევს.

მსგავსი