ჩეხეთში პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბაშის გადადგომის მოთხოვნით ხალხმრავალი დემონსტრაცია გაიმართა
ჩეხეთში პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბაშის გადადგომის მოთხოვნით ხალხმრავალი დემონსტრაცია გაიმართა

ჩეხეთში 20 000-მა დემონსტრანტმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვა. აქციის მონაწილეების თქმით, ანდრეი ბაბაშს არ აქვს მორალური უფლება, იყოს ჩეხეთის მთავრობის მეთაური, რადგან მას თაღლითობაში ედება ბრალი.

ბაბიშის საწინააღმდეგო აქცია სიმბოლურად დაამთხვიეს „ხავერდოვანი რევოლუციის“ 29-ე წლისთავს. ჩეხების ნაწილი ამტკიცებს, რომ ბაბიში 1989 წლამდე კომუნისტური რეჟიმის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობდა.

რაც შეეხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს, ჩეხეთის პრემიერს 2007 წელს ევროკავშირის სუბსიდიების უკანონო მითვისებასა და გაფლანგვაში სდებენ ბრალს. საუბარია რამდენიმე მილიარდ ევროზე.

რამდენიმე დღის წინ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის შვილმა, ადრეი ბაბაში-უმცროსმა მედიას უთხრა, რომ 2017 წელს მისი ნების საწინააღდმეგოდ ჩაიყვანეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, რათა მამის წინააღმდეგ აგორებულ საქმეზე, სასმართლოში ჩვენება არ მიეცა.

ჩეხეთის ოპოზიცია ბაბიშის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვს. პარლამენტში მთავრობის მეთაურისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა 23 ნოემბერს არის დაგეგმილი. თავად ბაბიში ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ არასდროს დატოვებს პოსტს.