ჩეხეთში ექსპერტთა ჯგუფი მოამზადებს მასალებს, რათა არ დაუშვან რუსეთი პარიზის ოლიმპიადაზე #1TVSPORT
ჩეხეთში ექსპერტთა ჯგუფი მოამზადებს მასალებს, რათა არ დაუშვან რუსეთი პარიზის ოლიმპიადაზე #1TVSPORT

ჩეხეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების გამოსვლის წინააღმდეგია და შექმნის ექსპერტთა ჯგუფს იმ მიზნით, რათა მომზადდეს სამართლებრივი დოკუმენტები, რომლებიც საშუალებას არ მისცემს რუსებსა და ბელარუსებს, იასპარეზონ ზაფხულის ოლიმპიადაზე.

„ჩვენ გვინდა გვქონდეს მძლავრი სამართლებრივი საფუძველი იმის მისაღწევად, რაც სწორად მიგვაჩნია. ჩვენ ამას საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს გადავცემთ. სწორედ ამიტომაც დავიწყეთ დიპლომატიის სფეროში მომუშავე იურისტებისა და ექსპერტების ჯგუფის შეკრება. ამ ჯგუფის წევრები მოამზადებენ მასალებს, რომელიც თანხვედრაში იქნება გაერთიანებული ერების წესდებასთან, აგრეთვე ადამიანის უფლებების დეკლარაციასთან და ოლიმპიურ ქარტიასთან. მიგვაჩნია, რომ საკითხის დიპლომატიური გადაწყვეტა საუკეთესი ვარიანტი იქნება. გვჯერა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მოიწონებს ჩვენს კონსტრუქციულ პოზიციას“, – განაცხადა ჩეხეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ირჟი კეივალმა.

ადრე ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი განიხილავს რუსი და ბელარუსი სპორტსმენების დაშვებას პარიზის ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით.