ჩეხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 677 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

12:10, 16.09.2020

ჩეხეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 1 677 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩეხეთში „კოვიდ-19“ 38 896 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 476 ლეტალური აღმოჩნდა.

მსგავსი