ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთის ქმედებები ძირს უთხრის რეგიონში სტაბილურობას, უმსგავსობაა, რომ ე.წ. ბორდერიზაცია „კოვიდ-19“-ის მიუხედავად გრძელდება
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთის ქმედებები ძირს უთხრის რეგიონში სტაბილურობას, უმსგავსობაა, რომ ე.წ. ბორდერიზაცია „კოვიდ-19“-ის მიუხედავად გრძელდება

ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებები და რუსეთი ძირს უთხრიან რეგიონულ სტაბილურობას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტომაშ პეტრიჩეკი წერს.

ჩეხი დიპლომატი უმსგავსობას უწოდებს იმას, რომ კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ე.წ. ბორდერიზაცია და სხვა უკანონო ქმედებები გრძელდება.

„არ შემიძლია, არ გავიმეორო, რომ დე ფაქტო თანამდებობის პირები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ასევე რუსეთში ძირს უთხრიან სტაბილურობას რეგიონში. უმსგავსობაა, რომ „ბორდერიზაცია“ და სხვა უკანონო ქმედებები გრძელდება „კოვიდ-19“-ის პანდემიის მიუხედავად“, – წერს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტომაშ პეტრიჩეკი.