ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირმა უნდა გააფრთხილოს რუსეთის ხელისუფლება, რათა ბელარუსში მოვლენები უკრაინული სცენარით არ განვითარდეს
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირმა უნდა გააფრთხილოს რუსეთის ხელისუფლება, რათა ბელარუსში მოვლენები უკრაინული სცენარით არ განვითარდეს

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბელარუსში რუსეთის შესაძლო შეჭრის გამო შეშფოთებულია. როგორც ტომაშ პეტრიჩეკმა განაცხადა, ევროკავშირმა უნდა გააფრთხილოს რუსეთის ხელისუფლება, რათა ბელარუსში მოვლენები უკრაინული სცენარით არ განვითარდეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„ჩვენ უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა და ყირიმის ანექსიის სცენარის გამეორების წინააღმდეგ გამოვდივართ“, – განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, მინსკში საპროტესტო აქციები მას 1989 წლის „ხავერდოვან რევოლუციას“ ახსენებს.

ჩეხეთის მთავრობამ ბელარუსში შექმნილ ვითარებაზე სასაუბროდ უშიშროების საბჭოს სხდომა დანიშნა, რომელიც 18 აგვისტოს გაიმართება.