ჩეხეთის პრეზიდენტი - ევროპა ლეგიტიმურად განიხილავს შესაძლებლობას, რომ ტრამპმა მოიგოს აშშ-ში არჩევნები და გააფორმოს შეთანხმება პუტინთან, რაც შესაძლოა, არ იყოს მომგებიანი უკრაინისა და ევროპისთვის
ჩეხეთის პრეზიდენტი - ევროპა ლეგიტიმურად განიხილავს შესაძლებლობას, რომ ტრამპმა მოიგოს აშშ-ში არჩევნები და გააფორმოს შეთანხმება პუტინთან, რაც შესაძლოა, არ იყოს მომგებიანი უკრაინისა და ევროპისთვის

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი ევროპას დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტობისთვის მომზადებისკენ მოუწოდებს.

ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპა სავსებით ლეგიტიმურად განიხილავს შესაძლებლობას, რომ ტრამპმა მოიგოს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები და ძალიან სწრაფად გააფორმოს შეთანხმება რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან, რაც, შესაძლოა, არ იყოს მომგებიანი უკრაინისა და ევროპისთვის.

„ამ შემთხვევაში ჩვენ დავდგებით ფაქტის წინაშე, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ. ეს არ არის ტრანსატლანტიკური კავშირების შელახვა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ დონალდ ტრამპი ბევრ რამეს სხვაგვარად ხედავს“, – განაცხადა პაველმა.

პაველის თქმით, თუ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, ამერიკელი ხალხის გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცენ.

„მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისათვის, რადგან, რა თქმა უნდა, ამას გარკვეული შედეგები მოჰყვება“, – აღნიშნა პაველმა.

შეგახსენებთ, მანამდე დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ „ძალიან სწრაფად“ მოაგვარებს ვითარებას უკრაინის ომთან დაკავშირებით. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრამპის სიტყვებს „ძალიან სახიფათო“ უწოდა.