ჩეხეთის ნაკრებს ესპანელი სანტიაგო დენია გაწვრთნის #1TVSPORT
ჩეხეთის საფეხბურთო ასოციაციამ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად ესპანელი სანტიაგო დენიას დანიშვნის შესახებ.
„მოხარული ვარ აქ ყოფნით. უაღრესად მოტივირებული ვარ, რადგან ჩეხეთის ნაკრების ხელმძღვანელობა დიდი პატივია. ჩეხურ ფეხბურთს მდიდარი ისტორია აქვს. ამიტომაც გულრფელად მიმაჩნია დიდ პრივილეგიად აქ ყოფნა. ვუერთდები ჩეხეთის ფეხბურთის ასოციაციის ამბიციურ პროექტს და მჯერა, რომ ერთად წარმატებას მივაღწევთ. მხოლოდ ერთს ვისურვებ: რაც შეიძლება მალე შევუდგე მუშაობას“, – განაცხადა დენიამ.
ადრე დენია მადრიდის „ატლეტიკოს“ სისტემაში მუშაობდა, ასევე სათავეში ედგა ესპანეთის იუნიორთა, ახალგაზრდულ და ოლიმპიურ ნაკრებებს.