ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი -  ნიდერლანდების გუნდი დეტალურად შევისწავლეთ #1TVSPORT
ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი - ნიდერლანდების გუნდი დეტალურად შევისწავლეთ #1TVSPORT

ჩეხეთის ეროვნული გუნდის მთავრმა მწვრთნელმა, იაროსლავ შიგლავიმ ევროპის ჩემპიონატზე ნიდერლანდების ნაკრებთან მერვედფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„ნიდერლანდებს ხარისხიანი გუნდი ჰყავს, – ციტირებს ჩეხების მწვრთნელის სიტყვებს უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდი. ჩვენ ეს ნაკრები დეტალურად შევისწავლეთ. მათ ყოველთვის გოლი სწყურიათ, ძლიერები არიან ინდივიდუალურად, აქვთ სისწრაფე, იციან, როგორ ითამაშონ საკუთარი ფეხბურთი და შეტევაში ბურთი წამებში ჩაიტანონ.

თუ გვსურს, რომ მერვედფინალიდან გავიდეთ, მოედანზე 150 პროცენტით უნდა დავიხარჯოთ. თუ ვინმე ვაცლიკივით ან შიკივით თავს გამოიჩენს, გამარჯვების შანსი გვექნება“.

შეგახსენებთ, რომ მატჩი ნიდერლანდებსა და ჩეხეთს შორის ხვალ, 27 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ევრო 2020-ის მერვედფინალური დაპირისპირების პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.