ჩეხეთი რუსეთში მომუშავე დიპლომატების დასაცავად უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს გააგზავნის
ჩეხეთი რუსეთში მომუშავე დიპლომატების დასაცავად უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს გააგზავნის

ჩეხეთი რუსეთში მომუშავე დიპლომატების დასაცავად უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს გააგზავნის. ამის შესახებ განცხადება ჩეხეთის საგარეო უწყებაში გააკეთეს.

როგორც იუწყებიან, ჩეხეთის საგარეო უწყებაში ეს განცხადება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთში მდებარე ჩეხეთის საელჩოსთან მიტინგები გაიმართა.

საპროტესტო აქციები უკავშირდება პრაღაში საბჭოთა მარშალ ივან კონევის ძეგლის დემონტაჟს, რაც დემონსტრაციის ორგანიზატორმა, პარტია „სხვა რუსეთის“ წევრებმა გააპროტესტეს. აქციები აპრილის თვეში გაიმართა ჩეხეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში.

ამასთან დაკავშირებით ჩეხეთის საგარეო უწყებამ მოსკოვში ოფიციალური ნოტაც გააგზავნა და მსგავსი ინციდენტების აღკვეთა მოითხოვა.

აღსანიშნავია, რომ აპრილის ბოლოს პრაღის მერს, რომელიც საბჭოთა მარშალ ივან კონევის ძეგლის დემონტაჟის ინიციატორი იყო, დაცვა დაუნიშნეს. ჩეხური მედიის ინფორმაციით, რუსეთის სპეცსამსახურები მის მოწამვლას აპირებდნენ.

აღსანიშნავია, რომ პრაღაში მდებარე ძეგლის დემონტაჟის გამო, „ნაციზმის რეაბილიტაციისა და მემორიალების შეურაცხყოფის“ მოტივით, რუსეთში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.